Сообщения

Сообщения за апрель, 2017
ტრენინგის 9 დღე         ტრენინგის  ყოველი  დღე  მეტად  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  იყო.  გავიღრმავე  ცოდნა  კომპიუტერთან მუშაობაში.  ვისწავლე  ელექტრონული  წიგნის შექმნა,  კომენტარების  დადება  ტრენინგის  მონაწილეთა  ბლიგებში .         გავეცანი  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს და  შესაბამის  ტერმინოლოგიებს .გავიგე,  თუ   როგორ  უნდა  შეფასდეს  პროექტის  თითოეული  ეტაპი  მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინებით.  მივიღე  ინფორმაცია  საავტორო  უფლებების  შესახებ.                                                                                                             ეს  ტრენინგი  მრავალი  ინფორმაციის  მომცემი  იყო.  დავრწმუნდი  რომ  პროექტით  სწავლება  ეფექტურია  მოსწავლის  დაინტერესებისთვის  და  მაღალი  სააზროვნო  უნარების  განვითარებისათვის.
ტრენინგის 8 დღე                                                                                                                                                   ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე,  აღქმის სხვადასხვა სტილზე.  ჩვენს გეგმას  მოვარგეთ  დიფერენცირებული  სწავლის  ტიპები.                 გავეცანით  ფასილიტაციის  სხვადასხვა  რესურსებს,  შევქმენით  ჩვენი  ნიმუშები  და  ავტვირთეთ .
რტენინგის 7 დღე                                                                                                                                                         დღეს გავიარეთ მოდულის მეხუთე და მეექვსე ნაწილი. გავაანალიზეთ,თუ       რამდენად მნიშვნელოვანიამოსწავლის ჩართულობა შეფასების პროცესში.                                                 ასევე განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ფორმები.                                                           ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
ტრენინგის 6 დღე
ტრენინგის 5 დღე                                                                                                                                                                                                                                                                                                                        დრევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმით,რომ გავეცანით პროექტის  შეფასების  სტრატეგიებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მნიშვნელოვან           მეთოდებს და ინსტრუმენტებს.                                                                                                                             შეფასების სტრატეგიები იყოფა  5  ძირითად კატეგორიად,რომელსაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს  შეფასების  გეგმა. 
ტრენინგის 4 დღე                                                                                                                                                   დღეს ბევრი ისეთი რამ ავითვისე,რომლის სწავლაც დიდი ხანია მინდოდა. ვისწავლე სურათების ჩამოტვირთვა და ბლოგში ატვირთვა, კომენტარებისა და დიზაინის გაკეთება.                                                                                                                                               ვისაუბრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე. სწორი კითხვის დასმით შევძლებ მოტივაცია ავუმაღლო მოსწავლეებს და განუვითარო დამოუკიდებელი მუშაობის უნარები.
ტრენინგის 3 დღე მნიშვნელოვანი იყო დღენანდელი დღე. განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები, მოვარგეთ სტანდარტები, მისაღწევი შედაგები. ეს დამეხმარა ჩემი პროექტის უკეთ გააზრებაში. ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რომელიც პროექტის მნივნელოვანი ნაწილია. განვიხილეთ 21-ე საუკუნის საკვანძო სიტყვები და ბლუმის ტაქსონომიის ახალი ვერსია.

ტრენინგის 1-2 დღე

Изображение
ტ რენინგის 1-2 დღე დავიწყე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი,რომელიც გულისხმობს გრძელვადიანი პროექტებით სწავლების შესწავლას.  გავეცანი მის ონლაინ ვერსიას -      ნავიგაციას,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ელექტრონული წიგნი.                                           გავეცანი 1 მოდულს,რომლის საშუალებითაც შევისწავლე, თუ როგორ უნდა დავგეგმო გრძელვადიანი პროექტი, ასევე შესასრულებელი აქტივობები, როგორ განვათავსო პროექტის მასალები საქაღალდეებში და როგორი იქნება პროპექტის საბოლოო სახე.       მოდულში ნათლადაა წარმოდგენილი, თუ როგორ დამეხმარება ინტელის კურსი სასწავლო პროცესში უკეთესი შედეგების მიღწევაში, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.      პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობებია:      . სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა;      .კვლევისა და მაღალი სააზროვნო დონის წახალისება;      . მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში;