ტრენინგის 4 დღე დღეს ბევრი ისეთი რამ ავითვისე,რომლის სწავლაც დიდი ხანია მინდოდა. ვისწავლე სურათების ჩამოტვირთვა და ბლოგში ატვირთვა, კომენტარებისა და დიზაინის გაკეთება. ვისაუბრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე. სწორი კითხვის დასმით შევძლებ მოტივაცია ავუმაღლო მოსწავლეებს და განუვითარო დამოუკიდებელი მუშაობის უნარები.
ტრენინგის 8 დღე ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე. ჩვენს გეგმას მოვარგეთ დიფერენცირებული სწავლის ტიპები. გავეცანით ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსებს, შევქმენით ჩვენი ნიმუშები და ავტვირთეთ .
Комментарии
Отправить комментарий